Friday, November 11, 2011

ცნობები გაერთიანებული სამეფოს შესახებ

1.პროექტის სახელწოდება:ცნობები გაერთიანებული სამეფოს შესხებ
2.პროექტის მოკლე აღწერა:მასალის მოძიება გაერთიანებული სამეფოს შესახებ.
3.პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები მოიძიებენ ბრიტანეთის ისტორიის გეოგრაფიულ მდებარეობას,კულტურას,ღირსშესანიშნავ ადგილებს,ფოტო და ვიდეო მასალას ქვეყნის შესახებ,.მწერლებსა და პოეტებს
4.მონაწილეთა ასაკი 15–16 წელი
5.ვადები/ხანგრძლივობა:1 თვე
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:მასალის მოძიება ისტ–ის სასუალებით,პრეზენტაცია,ჯგუფური მუშაობა
აქტივობა1.პროექტის თემის განსაზღვრა
აქტივობა2.ჯგუფის ჩამოყალიბება(ბავშვების დაყოფა ორ ჯგუფად)
აქტივობა3.მოვალეობების განაწილება:
აქტივობა4.ჯგუფები გაერთიანდებიან და აკეთებენ პრეზენტაციას.

ა.I ჯგუფი მუშაობს გაერთიანებული სამეფოს ადგილმდებარეობის შესწავლაზე
ბ.II ჯგუფი ამზადებს კედლის გაზეთს ისტ–ის გამოყენებით..
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას :მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევა–ძიების უნარ–ჩვევები,მიეჩვევიან ჯგუფურ მუშაობას,საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებას,გაეცნობიან ბრიტანეთის მოსახლეობის კულტურას,მოსწავლეები დაწერენ ესეს,გამოუშვებენ კედლის  გაზეთს
8.სამუშაო ენა: ინგლისური,ქართული.
9.საგნებთან,საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ლიტერატურული ნაწარმოებების გაცნობა,მსჯელობის უნარის ჩამოყალიბება და განვითარება,გეოგრაფია–გაეცნობიან გეოგრაფიულ მდებარეობას,კლიმატს,მრეწველობას,სოფლის მეურნეობას,კულტურას.
10.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი)მ.ხურცილავა
11.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:mzia.xurcilava@gmail.com
12.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:mxurcilava.blogspot.com